LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ABETO მომხმარებელს ახალ საგაზაფხულო კოლექციას სთავაზობს

111

აქსესუარების ქართული ბრენდი ABETO მომხმარებელს ახალ საგაზაფხულო კოლექციას სთავაზობს. როგორც დიზაინერმა ეთო აბრამიშვილმა ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, ახალი კოლექციის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ძვირფასი და ნატურალური ქვებისგან გაფორმებული სამკაულები შეიძინოს.

მისივე ინფორმაციით, მსურველს საყურეების შეძენა 15 -40 ლარის, ყელსაბამების კი – 35-60 ლარის ფარგლებში შეუძლია. დიზაინერი კერძო შეკვეთებზეც მუშაობს და აქსესუარების გარდა, მომხმარებლებს სხვადასხვა თვლებით გაფორმებულ ტანსაცმელსა და გეტრებსაც სთავაზობს.

ABETO-ს პროდუქცია თბილისის მასშტაბით CO.MODE + -ში, ბარნოვის 45 ნომერში და მაღაზია BLACK-ში , კოსტავაზე, სავაჭრო ცენტრ ”Grato Pasage“-ში არის წარმოდგენილი. მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს სასურველი პროდუქცია ABETO-ს Facebook-ის ოფიციალური გვერდის საშუალებით შეიძინოს. (https://www.facebook.com/ABETO-1574114852818251/timeline )

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები