LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბიტურიენტების ნაცვლად გამოცდის ჩაბარებას სხვები ცდილობდნენ

237
erovnill

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოვლინდა ორი შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტის ნაცვლად სხვა პირი ცდილობდა გამოცდის ჩაბარებას. ამის შესახებ ინფორმაციას NAEC.GE ავრცელებს.

ორივე აბიტურიენტი მოხსნილია გამოცდიდან და ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამკაცრებს მონიტორინგს და კიდევ ერთხელ აფრთხილებს აბიტურიენტებს, რომ ასეთი ქმედებით ისინი არღვევენ კანონს და საფრთხეს უქმნიან საკუთარ მომავალს.

magti 5g