LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბონენტი დავალიანების შესახებ ინფორმაციას SMS-ით მიიღებს

151

აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ” ახალი, მოკლე ტექსტური შეტყობინებების სერვისი დანერგა. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს სურს მობილური ტელეფონით მიიღოს ინფორმაცია დავალიანების ოდენობის შესახებ, მას შეუძლია გააგზავნოს SMS ნომერზე 91573, სადაც უნდა ჩაწეროს ციფრი 3.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, SMS მომსახურებას აბონენტები მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით მიმართავენ კომპანიას მომსახურების ცენტრებში, ან დაუკავშირდებიან ცხელ ხაზს (0322471707) და დააფიქსირებენ სურვილს ან კომპანიის საიტზე (www.energo-pro.ge) აბონენტებისთვის განკუთვნილ გვერდზე (http://my.energo-pro.ge/ow/#/login) გაივლიან რეგისტრაციას. გარდა ამისა, აბონენტებს ექნებათ საშუალება სმს-ით სხვა მომსახურების შესახებაც მიიღონ ინფორმაცია.

”იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს სურს კიდევ ერთხელ გაეცნოს ინფორმაციას, რომელიც მოცემული იყო მისთვის ბოლოს გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში, მან მითითებულ ნომერზე ტექსტში უნდა ჩაწეროს ციფრი 1. თუ SMS-ის ტექსტში აბონენტი ჩაწერს ციფრს 2 და ამავე დროს მიუთითებს იმ მობილური ტელეფონის ნომერს, რომელზეც სურს კომპანიის სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება, მაშინ სისტემაში ძველი ნომერი შეიცვლება ახლით და მომავალში აბონენტს ახალ ნომერზე მიუვა ტექსტური შეტყობინებები”, – განმარტავენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში”.

მათივე ცნობით, აბონენტთა მომსახურების კუთხით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში” აგრეთვე ფუნქციონირებს ქოლ ცენტრიც, რომელიც მუშაობს 24-საათიან რეჟიმში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g