LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბრეშუმის გზა არის გაუმჯობესებული ცხოვრების პირობა ყველა ჩვენი მოქალაქისთვის

51

“საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, სრულად გამოიყენოს საკუთარი სატრანზიტო პოტენციალი და გაზარდოს და განავითაროს თავისი ისტორიული როლი აბრეშუმის გზის შემადგენლობაში”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ისტორიულად იყო და არის აბრეშუმის გზის ნაწილი და უმოკლესი გზა ჩინეთიდან ევროპაში და პირიქით.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველო გამოხატავს დიდ ინტერესს ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივის „სარტყელი და გზა“ მიმართ, რომელიც ხელს უწყობს ძველი აბრეშუმის გზის აღდგენას. ფინანსთა მინისტრის განმარტებითვე, საქართველოს ხელისუფლება მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს “ერთი სარტყელი – ერთი გზის” ფარგლებში სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის. მაგალითად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა – რეაბილიტაცია, რკინიგზის მოდერნიზაციისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტები.

“აბრეშუმის გზა არ არის მხოლოდ ვაჭრობა. ეს არის უფრო მეტი. ეს არის კულტურული გაცვლა, ხალხთა შორის ურთიერთობა, გაუმჯობესებული ცხოვრების პირობა ყველა ჩვენი მოქალაქისთვის. როგორც გაცხადებული იყო, ეს არის „მოგება მოგებისთვის“ პროექტი, როდესაც ყველამ უნდა ისარგებლოს ამ პროექტით და სარგებელი მიიღოს,“ – აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g