LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბრეშუმისა და ხავერდის ულამაზესი ხალათები Angel Robes–ისგან

761

Angel Robes მომხმარებელს ხალათების ფართო არჩევანს სთავაზობს. როგორც ”ფოტუნა პლუსს” ბრენდის სახემ შორენა ბეგაშვილმა განუცხადა, ხალათები უმაღლესი ხარისხის აბრეშუმისა და ხავერდისგან იკერება.

მისივე ინფორმაციით, ხალათების შეძენა მომხმარებელს 130-190 ლარის ფარგლებში შეუძლია. გარდა ამისა, როგორც ბეგაშვილმა განმარტა, კლიენტებს შეუძლიათ ინდივიდუალური შეკვეთის მიცემაც და ხალათზე საკუთარი ინიციალების ამოტვიფვრა.

”Angel Robes-ის ხალათები საოცრად ნაზი და სასიამოვნოა. იმდენად ლამაზი და ელეგანტურია დიზაინი, რომ საღამოს კაბებზეც კი შეიძლება მათი ჩაცმა. ხალათი არის ყველაზე საშინაო, მყუდრო და ინტიმური სამოსი. რაც მთავარია, მარტო მამაკაცებს არ მოეხსნებათ ქალისთვის საჩუქრის არჩევის პრობლემა, ხალათი შეიძლება ყველას აჩუქო – დედას, მეგობარს, მეზობელს, ნაცნობს და ა. შ”,- აღნიშნა კომპანიის სახემ.

Angel Robes-ის ხალათები მომხმარებელს ბუტიკ 9ბ-ში შეუძლია შეიძინოს, შეკვეთების მიცემა კი მათ facebook-ის გვერდზეა შესაძლებელი. კლიენტი სასურველ ხალათს შეკვეთიდან 2 დღეში მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები