LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აბსოლუტურად უხამსი იყო“ – ზახაროვა ბაიდენის გაეროში გამოსვლაზე

46
1AB5C172-A703-46EB-889D-89B32F5DEB4F

„რაც შეეხება შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლას, მე მიმაჩნია, რომ ის აბსოლუტურად უხამსი იყო“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შესახებ განაცხადა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე, სიტყვით წარდგა.

როგორც ზახაროვამ აღნიშნა, ფაქტია, რომ მან [ბაიდენმა] დაიწყო ვითომ რუსეთის პრეზიდენტის ციტირებით.

„მან რუსეთის პრეზიდენტს მიაწერა სიტყვები, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ემუქრება ბირთვული იარაღით“, – თქვა ზახაროვამ კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის ვლადიმერ სოლოვიევის გადაცემის პირდაპირ ეთერში.

ზახაროვას თქმით, „ბაიდენისა და დასავლური მედიის პროპაგანდა ეწინააღმდეგება იმას, რაც რეალურად ითქვა“.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციასა და მუქარას გამოეხმაურა და თქვა, რომ მოსკოვი „უპასუხისმგებლოდ“ იქცევა, როდესაც ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება – „ბირთვულ ომს ვერავინ მოიგებს და ეს არასდროს უნდა მოხდეს.“

“ნუ გააკეთებთ ამას, ეს შეცვლის ომის სახეს და აქცევს ისეთ რამედ, რაც არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ” – ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს

„წესებზე დაფუძნებული მსოფლიოს ალტერნატივა არის ძლიერის ბატონობა სუსტზე – იმპერიალიზმის დაბრუნება კატასტროფაა“ – მაკრონმა და შოლცმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g