LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აბსურდულია, რომ დროის ჩარჩო არ არის განსაზღვრული არც უკრაინის NATO-ში მიპატიჟებისთვის და არც წევრობისთვის“ – ზელენსკი ვილნიუსში გაემგზავრა

143
ვოლოდიმირ ზელენსკი

„როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა არც უკრაინის NATO-ში მიწვევისთვის და არც მისი NATO-ს წევრად ქცევისთვის“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ უკრაინა ვილნიუსში NATO-ს სამიტს დაესწრება.

როგორც ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს, NATO სამიტზე უკრაინას ალიანსში გაწევრიანებაზე ოფიციალურ მიწვევას არ გაუგზავნის:

„ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მოკავშირეებს. ვაფასებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას და ყოველთვის ვაფასებთ ღია საუბრებს. უკრაინა NATO-ს სამიტზე ვილნიუსში წარმოდგენილი იქნება, რადგან საქმე პატივისცემას ეხება, მაგრამ პატივისცემას უკრაინაც იმსახურებს.

ახლა, როდესაც ვილნიუსისკენ მივემართებით, ვიღებთ სიგნალებს, რომ კონკრეტული ტექსტი განიხილება უკრაინის მონაწილეობის გარეშე.

იენს სტოლტენბერგი: თუ უკრაინა როგორც სუვერენული სახელმწიფო ვერ გაიმარჯვებს, NATO-ში გაწევრიანების საკითხი საერთოდ არ განიხილება

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ერთიანობა და ძლიერი გზავნილი უკრაინასთან დაკავშირებით“ – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ დროის ჩარჩო არ არის განსაზღვრული არც უკრაინის NATO-ში მიპატიჟებისთვის და არც NATO-ს წევრობისთვის.

ამავე დროს, უკრაინის NATO-ში მიწვევისთვისაც კი რაღაც ბუნდოვანი პირობებია გათვალისწინებული. როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა არც უკრაინის NATO-ში მიწვევისთვის და არც მისი NATO-ს წევრად ქცევისთვის.

ეს ნიშნავს, რომ შესაძლებლობის ფანჯარა გამოიყენება იმისთვის, რომ უკრაინის NATO-ში წევრობა გამოყენებულ იქნეს რუსეთთან ვაჭრობისთვის. რუსეთისთვის კი ეს ნიშნავს მოტივაციას, რომ გააგრძელოს ტერორი. გაურკვევლობა სისუსტეა. მე ამის შესახებ სამიტზე ღიად ვისაუბრებ“. – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

„უკრაინა იმსახურებს ალიანსში ყოფნას… ახლა ომია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მკაფიო სიგნალი“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები