უკრაინა იმსახურებს ალიანსში ყოფნას, ახლა ომია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მკაფიო სიგნალი, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტი შეიძლება გახდეს ისეთი, რომელიც სჭირდება უკრაინას, თვით ალიანს და გლობალურ უსაფრთხოებას.
„უკრაინა ვილნიუსის სამიტის მოლოდინშია. ეს სამიტი შეიძლება გახდეს ზუსტად ისეთი, რაც სჭირდება ჩვენ სახელმწიფოსაც, სრულიად ალიანს და გლობალურ უსაფრთხოებას. საგანგებოდ აქტიურად ვმუშაობთ – უფრო აქტიურად, ვიდრე ოდესმე.
მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაო თითქმის 100% კულუარებში მიმდინარეობს, მისი მნიშვნელობა საჯარო სამუშაოზე არანაკლები ნამდვილად არ არის. ყველას ყველაფერი ესმის. თითოეულ ლიდერს, თითოეულ სახელმწიფოს.
სხვადასხვა პოზიციები ჟღერდება, მაგრამ ნათელია, რომ უკრაინა იმსახურებს ალიანსში ყოფნას. ახლა არა. ახლა ომია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მკაფიო სიგნალი და ეს სიგნალი ახლა გვჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
„ისტორიული ნაბიჯი” – ერდოღანი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს