LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების პერპექტივას შეისწავლის

Mze Da Kari Chaanatsvlebs Kvanakhshirs 313

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს და ესპანეთის ბიზნესორგანიზაციების კონფედერაციის (CEOE) ორგანიზებით, ქ. მადრიდში გაიმართა საინვესტიციო მისია.

მისიის ფარგლებში, რომელშიც საპარტნიორო ფონდიც იღებდა მონაწილეობას, მრგვალი მაგიდის ფორმატში, ქართულმა მხარემ დაინტერესებულ კომპანიებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა.

შეხვედრას ესწრებოდა 20-მდე ესპანური კომპანია ეკონომიკის ისეთი სექტორებიდან, როგორიც არის უძრავი ქონება და სასტუმრო ინდუსტრია, საკვები პროდუქტის გადამუშავება, სამკერვალო ინდუსტრია და ელექტრონიკა. კერძოდ ეს კომპანიებია:  Acciona, Ponsa, Construcciones y Auxiliar de Ferrocarriles SA (CAF),  Dibaq Diproteg,  Arteconfort Hotel,  Alteria Automation,ALTERIA AUTOMATION SL და ა.შ

ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა B2B  შეხვედრა, განახლებადი ენერგიის სფეროში მომუშავე, მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის ACCIONA აღმასრულებელ ვიცეპრეზიდენტ ხოაკინ კასტილიო გარსიასა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორ მიხეილ ხიდურელს შორის.

შეხვედრა წარმოადგენდა ერთგვარი მოლაპარაკებების გაგრძელებას საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის, რადგანაც თავდაპირველად კომპანია ქყვეყნით საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან დავოსში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე დაინტერესდა.

გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების პერპექტივების ადგილზე გასაცნობად, საქართველოს ეწვევა ACCIONA-ს სამუშაო ჯგუფი.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია, ასევე, მადრიდში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა და საქართველოში არსებული მიმდინარე რეფორმები გააცნო. იქ მცხოვრებმა ქართველებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმების შესახებ.

magti 5g