LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარა კვლავ მწვანე ზონაა: გამოკვლეული 378 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

68
ტესტი-1

აჭარის რეგიონი “მწვანე ზონის” სტატუსს კვლავ ინარჩუნებს.  ბათუმის ლაბორატორიებში კორონავირუსზე გასულ ღამეს 378 პირი გამოიკვლიეს. ყველა ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

დღეს უნდა გამოიკვლიონ ბათუმის ცხელების ცენტრებში მოთავსებული 29 პაციენტი, რომლებმაც კლინიკებს რესპირატორული სიმპტომებით მიმართეს.

ცნობისთვის, ჯამში აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 17 910 პირს.

ამ დროისთვის, კარანტინში რჩება 1 142 პირი. იზოლაციის პერიოდი დაასრულა 8 369-მა მოქალაქემ.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები