LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარა მასობრივი ვაქცინაციისთვის მზადაა

60
ჩინური ვაქცინა

აჭარა მასობრივი ვაქცინაციისთვის მზად არის. იმუნიზაციის პროცესში კიდევ 11 სამედიცინო დაწესებულება ჩაერთვება და ჯამში, 24 დაწესებულებაში იქნება შესაძლებლი აცრის გაკეთება. მოქალაქეების 52 ამცრელი ბრიგადა მოემსახურება.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოეწყო სპეციალური სივრცე მათთვის, ვინც წინასწარი ჯავშნის გაკეთებას ვერ ახერხებს.

დღეს, 12:00 საათიდან Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია იწყება.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, სინოფარმით მასობრივ ვაქცინაციას, რამდენიმე დღეში Sinovac-ით ვაქცინაცია დაემატება.

შეგახსენებთ, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა უკვე საქართველოშია და 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია იწყება.

magti 5g