26 მაისს სპორტული მოვლენების ამსახველი რიგით მეშვიდე გამოფენა „სპორტფოტო 2020″- გაიმართა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 2020 წლის იმ სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტო-კადრები, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა სპორტსმენებმა მიიღეს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ასევე 2020 წლის 100 საინტერესო კადრი. გარდა ამისა, გამოიცა „სპორტფოტო 2020“-ის რიგით მეშვიდე კატალოგი, რომელშიც „დინამო არენაზე“ გამოფენილი ფოტოების გარდა, კიდევ რამდენიმე ათეული საინტერესო კადრი არის შესული.
„აჭარაბეთი, როგორც სპორტის მხარდამჭერი კომპანია, სპორტფოტო 2020-ის პარტნიორი გახდა. „სპორტფოტო“ – ეს არის პროექტი, რომელიც თანამედროვე სპორტულ ისტორიას ინახავს, სწორედ ამიტომ მსგავსი პროექტების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ,“- განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტოს ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.