LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მონაცემთა ბაზაში, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებული 14 ათასზე მეტი პირია დარეგისტრირებული“ – შემოსავლების სამსახური

136
შემოსავლების სამსახური

„შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებული 14 826 ფიზიკური პირია დარეგისტრირებული“, – აღნიშნულ მონაცემებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აქვეყნებს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემები ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად – 2022 წლის 1 მარტიდან დღემდე პერიოდს მოიცავს.

„დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 14 826 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 48, ხოლო თავად პირის მომართვით – 14 778 განაცხადი.

ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში შეყვანილია 1 503 989 პირის შესახებ მონაცემები.

შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის 1 მარტიდან განხორციელდა“, – წერია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

#ახალიამბები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული…

Posted by შემოსავლების სამსახური Revenue Service on პარასკევი, 15 მარტი, 2024