LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“ აღმოაჩინეს

119
Untitled design

თბილისის აეროპორტში საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“ აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სამართალდამრღვევ მოქალაქეს ნივთიერება წინასწარ მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული:

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საბაჟო პროცედურების/ფორმალობების აღსრულება მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება.

აღნიშნული კონტროლის ფარგლებში, „თბილისის აეროპორტის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე უკრაინის მოქალაქის (ლ.ფ) კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის, დეტალური დათვალიერების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 9,3 კილოგრამი, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება ,,Ketamine” აღმოაჩინეს.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს აღნიშნული ნივთიერება, კუთვნილი ბარგის, წინასწარ მოწყობილ სამალავში, 3 შეკვრად დაფასოებულ პოლიეთილენის შეფუთვებში ჰქონდა განთავსებული.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა“, – წერია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

თბილისის აეროპორტში, 9,3 კილოგრამი, ფსიქოტროპული ნივთიერება აღმოაჩინეს

Posted by შემოსავლების სამსახური Revenue Service on ოთხშაბათი, 23 აგვისტო, 2023

 

 

პოპულალურები