LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარას შეუძლია მიბაძოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითს და დაიწყოს საქართველოდან გამოყოფის პროცესი: რუსი სენატორი

324
672718_Intervyyu_s_Andreem_Klimovim_Moskva_klimov_andrey_250x0_3600.2406.0.0 (2)

“აჭარას შეუძლია მიბაძოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითს და დაიწყოს საქართველოდან გამოყოფის პროცესი”, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ანდრეი კლიმოვმა განაცხადა.

ის გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო შეურთდა რუსეთის წინააღმდეგ ყველა ფინანსურ სანქციას. მისი აზრით, ეს გაკეთდა ცხინვალის ბოლო წინადადებების საპასუხოდ “სამხრეთ ოსეთის რუსეთის ნაწილი გახდეს”.

“ისტორიული (პროთურქული), რელიგიური (ისლამური) და გეოგრაფიული (ზღვის საზღვარზე თურქეთთან მდებარე) ფაქტორების გათვალისწინებით, ადვილი მისახვედრია, რომ ანკარა არ გამოტოვებს შესაძლებლობას გააძლიეროს თავისი გავლენა შავი ზღვის რეგიონში აჭარული სეპარატისტების მხარდაჭერით“, – წერს სენატორი ტელეგრამის არხზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები