LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში 1 000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება

80
pjimage-1

აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, 1 000-ზე მეტ სტუდენტს, რომელთაც აქვთ დავალიანება და მათი სოციალური ქულა 150 000-მდეა, სწავლის საფასური დაუფინანსდება.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენების შემცირების უზრუნველსაყოფად, სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი გამოიყოფა.

„აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, სტუდენტთა დახმარების არაერთ პროგრამას ახორციელებს. აჭარაში მოქმედებს სტუდენტთა დახმარებისა და სტუდენტთან საზღვარგარეთ სწავლის პროგრამები. სტუდენტთან დახმარების პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია.

2022 წელს პროგრამის ბიუჯეტი 1,5 მლნ ლარს შეადგენს. სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2012 წლიდან ხორციელდება, სწავლა უფინანსდებათ სხვადასხვა სტატუსის მქონდე სტუდენტებს. მათ შორის სტუდენტებს მაღალმთიანი აჭარიდან და მრავალშვილიანი ოჯახებიდან. 2022 წელს, სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით აჭარაში სამი მილიონი ლარია გამოყოფილი. 2022 წელს აჭარაში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის მიზნით აჭარის ბიუჯეტიდან 4 მილიონ 500 000 ლარია გამოყოფილი“, – აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g