აჭარაში, ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი გაიხსნა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მის მოსაწყობად 9 მლნ ლარი დაიხარჯა.
ზიპლაინის სიგრძე 1789 მეტრია.

სამონტაჟო სამუშაოები, ტექნიკური ოპერირება და უსაფრთხოების მონიტორინგი ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იტალიურმა კომპანიამ განახორციელა.

ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინით, საპიკნიკე სივრცეებითა და ტურისტული ბილიკებით ჩირუხის მთა განსაკუთრებით საინტერესო სათავგადასავლო ტურიზმითა და ეკოტურიზმით დაინტერესებული ტურისტებისთვის იქნება.
