LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა

109
ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ზაზა შავაძესთან ერთად, ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გახსნა და ჩაქვის ციტრუსის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში საადრეო მანდარინის კრეფის პროცესში მიიღო მონაწილეობა.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია 10 თეთრით გაიზარდა, შესაბამისად, სამეწარმო გადამუშავებისთვის მანდარინის ფასი 40 თეთრი იქნება.

მიმდინარე წელს ციტრუსის 40-45 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან. საექსპორტო მანდარინს ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი 20-ზე მეტი საწარმო მიიღებს, რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, მას ქობულეთში ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.

შტაბი აჭარის მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ამოქმედდა და ის 1 თებერვლამდე იმუშავებს. უახლოეს პერიოდში ამოქმედდება ცხელი ხაზიც, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g