აჭარაში, შესაძლოა, ფრენების სუბსიდირება მოხდეს. საუბარია არასეზონურ პერიოდზე, როდესაც მგზავრთნაკადი საზღვაო ტურისტულ სეზონთან შედარებით მცირეა. არსებული ინფორმაციით, განიხილება როგორც რეგულარული, ასევე ჩარტერული ავიარეისების სუბსიდირება.
რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში „სუბსიდირების შესახებ“ კანონის მიღებასაც არ გამორიცხავენ. როგორც ცნობილია, აჭარას 4 სეზონის კურორტად ჩამოყალიბებაზე აქვს პრეტენზია, სწორედ ამიტომ, მიზნის მისაღწევად კომპლექსურ გამოსავალს ეძებს.
ინფორმაცია აჭარაში ფრენების შესაძლო სუბსიდირებასთან დაკავშირებით, ბათუმში ტურისტული ფესტივალის „ტურისტერის“ ფარგლებში გავრცელდა.
