LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში მოქმედი კვების ობიექტების მენეჯერებს ტრენინგი ჩაუტარდათ

112

აჭარაში მოქმედი კვების ობიექტების მენეჯერებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ტრენინგი ჩაუტარდათ. გერმანელმა ექსპერტმა ჰანს ულიხ ტროსიენმა ტრენინგის მონაწილეებს სარესტორნო ბიზნესში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება გაუზიარა.

როგორც ”ფორტუნას” აჭარის ტურიზმისა და კუროტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ტრენიგისას დეტალურად განიხილეს მსოფლიო სტანდარტები, რომელსაც რესტორანი უნდა აკმაყოფილებდეს.

ტროსიენმა ყურადღება ისეთ დეტალებზე გაამახვილა, როგორებიცაა რესტორნის ორგანიზება, ინტერიერის და სამზარეულოს მოწყობა, მოსამსახურე პერსონალის მართვა, სტუმრის დახვედრა, სუფრის ეტიკეტი და სხვა.

დეპარტამენტის სატრენინგო ცენტრი უფასო ტრენინგებს ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულ კადრებს ყოველკვირეულად სთავაზობს. ტრენინგების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ვებ გვერდზე Recommend.ge. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია სატრენინგო ცენტრს კონსულტაციის ან სასურველი ტრენინგის განხორციელების ინიციატივით, კერძო სექტორს წარმომადგენელმაც მიმართოს.

“ჩვენი სატრენინგო ცენტრის მიზანია გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი რეგიონში. ტრენინგებზე დასწრება უფასოა და დარგში დასაქმებულ  ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი სურვილის მიხედვით შეარჩიოს, რა სახის ტრენინგზე ურჩევნია დასწრება. ამისთვის ჩვენ წინასწარ გავწერეთ ტრენიგების განრიგი სამ თვეზე და ინფორმაცია ტრენინგის თემის, ტრენერისა და მისი ჩატარების თარიღისშესახებ განთავსებული გვაქვს ვებ-გვერდზე. ვფიქრობ, წლის ბოლოს ეს ტრენინგები შედეგს აუცილებლად გამოიღებს და აისახება მომსახურების ხარისხზე,“ – განცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის   თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

ტრენინგების განრიგის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: http://recommend.ge/ge/training-center/trainings

magti 5g