LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ოჯახებს სასურსათო კალათებს დაურიგებენ

71
Food-basket

აჭარაში 7000 ოჯახისთვის პროდუქტების გადაცემის პროცესი დაიწყო. ამ გადაწყვეტილების შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ – თორნიკე რიჟვაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

სურსათის შესაძენად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან 400 000 ათას ლარამდე გამოყო.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, 7000 ოჯახისთვის შეიძინეს პროდუქტები, რომელიც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში გადანაწილდება და გადაეცემა ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა პენსიონერებს, სარეცელს მიჯაჭვულ პირებს.

„გადავწყვიტეთ, რომ დაახლოებით 7 ათასზე მეტ ადამიანს სახლში მივუტანოთ სასურსათო კალათა, რომელიც დაეხმარება ამ რთულ ვითარებაში გარკვეულწილად ყოფითი და სოციალური პრობლემების მოგვარებაში. ახალგაზრდებმა, როგორც ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა, ასევე ძალიან ბევრმა სამოქალაქო მოხალისემ გამოთქვა სურვილი ამ აქციაში ჩართულობის. წითელ ჯვართან ერთად ამ ადამიანებმა გაიარეს შესაბამისი ტრენინგი და ამ უსაფრთხოების ჰიგიენის, წესების დაცვით მოხდება ამ ოჯახებში სასურსათო კალათების დარიგება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები