LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში სახანძრო და შრომის უსაფრთხოების შესახებ ტრენინგები იწყება

48

აჭარაში სახანძრო და შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები იწყება. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, 300-მდე თანამშრომლისთვის ტრენინგებს 27 მარტიდან იგეგმება. ერთთვიანი აქტიური სწავლებისას სასტუმროებისა და მსგავსი ტიპის ობიექტების მართველი გუნდი, ტექნიკური მენეჯერები და სხვადასხვა პოზიციის თანამშრომლები  სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ძირითად სტანდარტებს გაეცნობიან.

“პირველ ეტაპზე, ჩვენ სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულ 300-მდე მოქალაქეს, 80 სასტუმროდან გადავამზადებთ. მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კანონით დადგენილი კომპეტენციებით ვერ ანხორციელებს განთავსების ობიექტების მონიტორინგს, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართულებით და საგანმანათლებლო კუთხით გრძელვადიანი გეგმა შევიმუშავეთ. სამომავლოდაც გავაგრძელებთ ამ მნიშვნელოვან პროექტს და ვიმედოვნებთ, რომ კერძო სექტორი აქტიურად ითანამშრომლებს დეპარტამენტთან ამ მიმართულებით,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტრენინგები უფასოა და მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ რეგისტრირებული განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს, რომელთაც სურთ უსაფრთხოების საკითხების კუთხით არსებული სტანდარტების გაცნობა და განთავსების ობიექტების გამართულად მუშაობა.

ტრენინგები 27 მარტიდან დაიწყება და აპრილის ბოლომდე გასტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g