LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ტურისტებს რეკომენდებული გიდები და ახალი ტურისტული მარშრუტები დახვდებათ

173

2017 წლის ტურისტულ სეზონზე სტუმრებს აჭარაში ხარისხის ნიშნის მქონე გიდები მოემსახურებათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეკომენდებული გიდები  სამი მიმართულებით – ბათუმის ქალაქის ტურის, მთიანი აჭარისა და ეროვნული პარკების ტურებზე იმუშავებენ.

ხარისხის ნიშნის მისაღებად პროექტში ჩართულ გიდებს სპეციალური გამოცდების ჩააბარება ზაფხულამდე მოუწევთ.

გაზაფხულზევე გადამზადდება გიდები მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებითაც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო რეგიონში მოქმედ გიდებს სპეციალურ ტრენინგებს შესთავაზებს, სადაც როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ნაწილი იქნება გათვალისწინებული.

სულ, სააგენტო 50 გიდის გადამზადებას გეგმავს, რომლებიც მთიან აჭარაში მოგზაურობითა და დასვენებით დაინტერესებულ ტურისტებს სრულყოფილ ტურებს შესთავაზებენ.

რეგიონის სტუმრებს ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მთიანი აჭარის ახლად მარკირებული ტურისტული მარშრუტებიც დახვდებათ. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ეკო და სოფლის ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით 5 ახალი მარშრუტის მარკირებას გეგმავს. დაიბეჭდება უკვე მარკირებული მარშრუტების სპეციალურ რუკებიც, რომელთა აღება მსურველებს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში შეეძლებათ. აღნიშნული მარშრუტებზე მათი პოპულარიზაციის მიზნით სააგენტო გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის გაცნობითი ხასიათის ინფოტურებს ჩაატარებს.

სულ, მაღალმთიანი აჭარის ეკო, სოფლის და კულინარიულ მარშრუტებზე 10 ინფოტურის ჩატარება იგეგმება.

 

 

magti 5g