LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ვირუსი საზოგადოების ყველა ფენას მოედო: ინფიცირებულები არიან ექიმები და პოლიციელებიც

143
publika.ge-20---1024x639

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი მატების მიუხედავად, რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამ ეტაპზე კონტროლს ექვემდებარება.

მისი თქმით, აჭარაში გამოვლენილი 108 ახალი შემთხვევიდან ზოგის წყარო უცნობია. სტაციონარში მკურნალობს 238 პაციენტი, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.

“ჰოსპიტლებში არის 238 პაციენტი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი. საკარანტინო კოვიდსივრცეში კი 97 უსიმპტომო პირი გვყავს. ჯერჯერობით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ეს ახალი 108 შემთხვევა არის შიდაგავრცელება. ზოგის წყარო ნაცნობია, ზოგის უცნობი,”- აცხადებს შავიშვილი.

რუსუდან შავიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში კორონავირუსი უკვე საზოგადოების ყველა ფენაში გავრცელდა, ამიტომ ინფიცირების კლასტერებზე საუბარი შეუძლებელია.

“კლასტერული ხედვა აღარ არის, იმიტომ, რომ არის გავრცელება საზოგადოების ყველა ფენაში. ექიმებიც, პოლიციელებიც, შესაძლოა თქვენც იყოთ… საზოგადოების ყველა ფენას შეგვეხო. მოიაზრება ჰოსპიტალური ქსელის გაფართოება. ქობულეთში დაემატა ერთი კლინიკა. განათლების სამინისტროს ორგანიზებით, ყველა ის პირი და მათ შორის პედაგოგები, ვინც სასწავლო პროცესებთანაა დაკავშირებული, ვისაც აქვს მოგზაურობის ისტორია ზღვისპირეთში, ექვემდებარებიან სავალდებულო ტესტირებას, რათა სკოლაში ბავშვებისთვის იყოს უსაფრთხო გარემო”, – განაცხადა შავიშვილმა.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 108 აჭარას უკავშრდება.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, აჭარა კვლავ ყველაზე საყურადღებო რეგიონად რჩება და ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს.

magti 5g