LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გორში 100-კაციანი ქორწილი ისევ ჩატარდა…”: ვინ არიან ახალი ინფიცირებულები

191
Capture

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 24 საათში საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 165 შემთხვევიდან, ყველას წყარო ცნობილია.

როგორც ინფექციონისტი განმარტავს, კორონავირუსის ახალი შემთხვევები ქვეყნის რეგიონებსა და ქალაქებში ასე ნაწილდება:

აჭარა, ბათუმი – 109
თბილისი – 17
სამეგრელო-ზემო სვანეთი – ზუგდიდი – 9
ქვემო ქართლი გარდაბანი – 9
შიდა ქართლი – გორი – 6
კახეთი – გურჯაანი – 6
გურია – ოზურგეთი – 4
იმერეთი – ქუთაისი – 4
მცხეთა – 1

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, აჭარა, ვირუსის გავრცელების კუთხით, ყველაზე საყურადღებო რეგიონია.

“აჭარა კვლავ რჩება ყველაზე საყურადღებო რეგიონად, აქ ძალიან დიდი სამუშაოები მიდის. ხდება ინფიცირებულების გამოვლენა. იმედი გვაქვს მალე მოხდება დაავადების გავრცელების ლოკალიზება. ამასთან, გორში კვლავ ჩატარდა 100-კაციანი ქორწილი, რაც გორსა და ახმეტის მუნიციპალიტეტში დაინფიცირების მიზეზი გახდა. მოსახლეობას კვლავ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარებისგან და არსებულ რეგულაციებს დაემორჩილონ”, – აცხადებს ეზუგბაია.

მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ “კოვიდ 19”-ის შემთხვევები, თბილისში, “თავისუფალ უნივერსიტეტსა” და კახეთში ერთ-ერთ სკოლაში დაფიქსირდა.

“უნივერსიტეტში ინფიფიცრებულთან ყველა კონტაქტი მოძიებულია და იზოლირებული არიან. კახეთის სკოლაში, კიდევ კარგი რომ სწავლა არ იყო ჯერ დაწყებული და ბავშვები არ არიან ინფიცირებული. პედაგოგებს შორის იყო გარკვეული შემხებლობა, დიდი სამუშოაები მიდის აქაც, თუმცა ყველა რეგიონი კონტროლირებადია და იმედია მალე შევძლებთ რისკ ჯგუფების ლოკალიზებას”, – ამბობს ეზუგბაია.

მარინა ეზუგბაიამ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კლინიკაში 28 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

“სხვადასხვა კოვიდ-ცენტრებში მკურნალობას უვკე 1000-ზე ნაკლები პაციენტი გადის და ისინი როგორც კოვიდ-ცენტრებში, ასევე უკვე საიზოლაციო, სამკურნალო მეთვალყურეობის, საკარანტინე სივრცის სასტუმროებში არიან მოთავსებული. საერთო ჯამში, ქვეყანაში კრიტიკულად მძიმე მხოლოდ 5 პაციენტი მკურნალობს, ხოლო მძიმე პაციენტთა სია 30-მდეა გაზრდილი. ჩვენს კლინიკაში 28 ინფიცირებული მკურნალობს, გუშინ შემოვიდა 6 ახალი პაციენტი, ორი მძიმე გვყავს, თუმცა მათი მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, 24 საათი საქართველოში კორონავირუსის 165 შემთხვევა გამოვლინდა გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი.