LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტმა 700 მილიონ ლარს გადააჭარბა

120
თოკო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის ბიუჯეტი გაიზარდა და  700 მილიონ ლარს გადააჭარბა – აღნიშნულის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით,  გაიზარდა როგორც  სამინისტროების ბიუჯეტი, ისე მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა.

„გაზრდილი ბიუჯეტით კიდევ უფრო მეტად ვიზრუნებთ აჭარის თითოეულ მცხოვრებელზე. მხარდაჭერისთვის მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ბატონ პრემიერ მინისტრს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ვთვლი, რომ სწორ კურსს ვავითარებთ, რომელიც მეტი სოციალური პროექტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა რიჟვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები