აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე აირჩია, მისი მომხრე 12 დეპუტატი იყო, მოწინააღმდეგე – არცერთი. სხდომას 9 დეპუტატი არ ესწრებოდა.
რიგგარეშე სხდომის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება კანონმდებლებმა 14 ივლისს, ბიუროს სხდომაზე ერთხმად მიიღეს. ზურაბ პატარაძეს კენჭისყრაზე მინიმუმ 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.