LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის მაუწყებლის ახალმა დირექტორმა საინფორმაციო გამოშვების წამყვანს უფლებამოსილება შეუჩერა

168
ტეონა

აჭარის მაუწყებლის გარშემო მიმდინარე პროცესები და ახალი დირექტორის კიდევ ერთი გადაწყვეტილება – მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს.

"ძალიან ვწუხვარ, რომ მიწევს ამის გაკეთება" - აჭარის მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა პირდაპირ ეთერში სმენის აპარატი მოიხსნა (ვიდეო)

ნათია კაპანაძეს სმენის პრბლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მაუწყებელში მისი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.

ბრძანებას ხელს აწერს  გიორგი კოხრეიძე.  “თეონა ბაკურიძეს „დროებით აეკრძალოს შრომითი ხელშერკრულებით გაწერილი კონკრეტული საქმიანობის განხორციელება და ჩამოშორებული იქნას ტელევიზიის ეთერიდან“ – წერია განცხადებაში.

ბრძანების მიხედვით დღეს, 6 მარტს ტელევიზიის ნიუსრუმში მომხდარი კამათის  ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. თეონა ბაკურიძეს ფაქტის მოკვლევის დასრულებამდე შეუჩერეს უფლებამოსილება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g