LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის მთავრობა ხულოში ხანძრის ჩაქრობაში დასახმარებლად თურქეთს მიმართავს

75

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, მათ დახმარების თაობაზე თურქეთს მიმართეს. საჭიროების შემთხვევაში, სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქული ვერტმფრენი ჩაერთვება.

შავნაბადას მთაზე ხანძრის ოთხი კერა ფიქსირდება. 500 მაშველი-მეხანძრე ხანძრის ლოკალიზებას ცდილობს. მძიმე ტექნიკა კი სახანძრო მანქანებისთვის გზის გაყვანის სამუშაოებს აწარმოებს.

ადგილზე ადგილობრივი მთავრობა იმყოფება.

ამ დროისთვის ხულოში, შავნაბადას მთაზე დაკვამლიანობამ მოიმატა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g