LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს

127
ხულო

„აჭარის მუნიციპალიტეტებში კვლავ ძლიერი თოვაა. ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 1 მეტრია“, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება.

„ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში 1,50 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 60-70 სმ-ია.

„ამ დროის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 40-მდე სახლი… ინტენსიური თოვის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რთული ვითარებაა“ – ლანჩხუთის მერი

შუახევში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების წმენდა მიმდინარეობს

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შუახევში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება. სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალური სერვისების სააგენტოს სპეც ტექნიკა, ადამიანური რესურსი. თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულები და თანაშემწეები ხელმძღვანელობენ. იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი გზები. უწყვეტ რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, მობილიზებულია ყველა სამსახური, რათა […]

დეპარტამენტის ყველა სპეცტექნიკა მობილიზებულია და უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ცენტრებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების გაწმენდას.

მძღოლებს მოვუწოდებთ, საჭიროების შემთხვევაში გამართული მაღალი გამავლობის ავტომობილებით იმოძრაონ”. – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

🚜❄️აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ❄️მუნიციპალიტეტებში კვლავ ძლიერი…

Posted by აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი on Monday 24 February 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g