LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი: გუშინ, საღამოს, 60 საწოლი იყო თავისუფალი, ყველაფრის რესურსი საბოლოოდ ამოწურვადია

62
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გუშინ, საღამოს, 60 საწოლი იყო. დეტალებს ვერ გეტყვით, რომელ კლინიკაში რამდენი იყო. ვიცით, რომ საწოლფონდის გაზრდა უკვე მიმდინარეობს, თუმცა არაერთხელ ითქვა, რომ ყველაფრის რესურსი საბოლოოდ ამოწურვადია,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად არსებული მოცემულობისა, „ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამაზე მუშაობა არ მიდის.“ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე კი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს ეხებოდა და რომელზეც ბათუმის კლინიკაში არსებული მდგომარეობა ჩანს, ნონა ეფაძემ უპასუხა, რომ როგორც მას განუმარტეს, ფოტოზე სავარაუდოდ , ასახულია პაციენტის დროებითი დაყოვნების პროცესი, მის პალატაში გადაყვანამდე.

საქართველოში საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია: ეკატერინე ტიკარაძე

მინისტრის შეფასებით, რთული ეპიდვითარება ჰოსპიტალურ სექტორზე ნათლად აისახება.

„ამ დროისათვის აჭარის კოვიდ კლინიკებში ინფიცირებულთა აქტიური შემთხვევების 15 პროცენტია მოთავსებული, 25 პროცენტი მკურნალობას კოვიდსასტუმროებში გადის, დანარჩენების მართვა კი ბინაზე ხდება,“ – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 678 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 7 ინფიცირებული. ბოლო 24 საათში კი, ქვეყნის მასშტაბით, დაინფიცირდა 5 697, გარდაიცვალა 54 პაციენტი 

magti 5g