LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდ-19-ის გამო, აჭარაში 9 სკოლა ონლაინ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას

64
ნონა ეფაძე

კოვიდ-19-ის გამო აჭარის რეგიონში 9 სკოლა ონლაინ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას. – ამის შესახებ ჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ნონა ეფაძის თქმით, ოთხ სკოლაში შესაძლებელია სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდეს, რადგან თვითიზოლაციის პერიოდი იწურება.

ნონა ეფაძემ მოსახლეობას, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 109 პაციენტია მოთავსებული, აქედან 22 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ერთი მათგამი კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზეა მოთავსებული.

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.