LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის ტელევიზია ჩაიკეტა – ეთერში “პირველი არხის” ტრანსლირება განხორციელდება

122
b4df4ac4cc5247b628e3e1cbae3f6bff-XL

აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, ფირუზ ბოლქვაძის განცხადებით, ამ დროისთვის აჭარის მაუწყებელი ჩაკეტილია და პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმდინარეობს.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თუ რა რეჟიმში განაგრძობს აჭარის ტელევიზია მაუწყებლობას სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

„კოვიდ-19“-ის ინფიცირების ერთი შემთხვევა უკვე დადასტურებულია აჭარის მაუწყებელში. შესაბამისად, მოხდა ზომების მიღება, ანუ ჩაკეტილია მაუწყებელი და მიმდინარეობს პროტოკოლით გათვალისწიმებული ღონისძიებები. შედეგებზე იქნება დამოკიდებული, როგორ გააგრძელებს მაუწყებელი საქმიანობას. ინფიცირებული ჟურნალისტი არ არის. ვერ დავაკონკრეტებ თანამდებობას. მაუწყებლის თანამშრომელია. არც თუ ისე დიდია მისი საკონტაქტო წრე სამსახურში. მან ნებაყოფლობით ჩაიტარა ტესტირება და ვირუსი დაუდასტურდა. ინფიცირების წყარო არ ვიცით“, – განაცხადა ფირუზ ბოლქვაძემ.

კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო, უსაფრთხოების მიზნით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით “პირველი არხის” ტრანსლირება განხორციელდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები