აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
როგოც ტელევიზიაში აღნიშნავენ, დღეს დილიდან, ეპიდემიოლოგები დაიწყებენ პროტოკოლით დადგენილი სამუშაოების განხორციელებას.
თუ რა რეჟიმში განაგრძობს აჭარის ტელევიზია მაუწყებლობას სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.