LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად ირაკლი კიკვაძე აირჩიეს

246
ირაკლი კიკვაძე

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად რეჟისორი ირაკლი კიკვაძე აირჩიეს. ის ამ თანამდებობას სამი წლის ვადით დაიკავებს.

კიკვაძის კანდიდატურას მხარი საბჭოს შვიდმა წევრმა დაუჭირა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა.

კანდიდატთან გასაუბრება და კენჭისყრა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გაიმართა. სხდომას საბჭოს 11 წევრიდან რვა ესწრებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g