გამოჩნდა პირველი ფოტოები ფილმის „კლიფ ბუთის თავგადასავალის“ გადაღებებიდან, რომელშიც ბრედ პიტი კვლავ დაუბრუნდა ბუთის ელეგანტურ იმიჯს, ყვითელი პერანგით და ულვაშებით.
61 წლის მსახიობი 2019 წლის ფილმიდან „ერთხელ ჰოლივუდში“ კასკადიორის როლს უბრუნდება. გადასაღებ მოედანზე გადაღებული პირველი ფოტოები უკვე გავრცელდა, სადაც ჩანს აჩეჩილი ქერა თმა, ულვაში, ყვითელი პერანგი, თეთრი გრაფიკული მაისური და კლასიკური ლურჯი ჯინსი. სავარაუდოდ, ახალ ფილმში მოქმედება ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ სიუჟეტიდან რვა წლის შემდეგ ვითარდება.
შეგახსენებთ, რომ რეჟისორი დევიდ ფინჩერია, მსახიობებს შორის კი ასევე არიან ელიზაბეტ დებიკი, სკოტ კაანი, იაჰია აბდულ-მატინი და კარლა გუჯინო.
„კლიფ ბუთის თავგადასავლების“ პრემიერა Netflix-ზე შედგება.
„თავადაც შოკშია!“ – ბრედ პიტი და ინეს დე რამონი პრემიერის შემდგომ წვეულებაზე – უახლესი ფოტოები




