ბოლო პერიოდში ქართველი მსმენელისთვის უამრავი ლამაზი საღამო იმართება. ამჯერად, 20 ივლისს ქალაქური სიმღერის მოყვარულებისთვის აჩიკო ბერიძე და არჩილ ცანკაშვილი მეგობრებთან ერთად ,,DE FLORE’’ – ში იმღერებენ.
შეგახსენებთ, რომ ახლახან მათ დუეტი ჩაწერეს ,,საყვარელი სიმღერების პოპური’’ რომელიც რადიო ,,არ დაიდარდოს’’ ეთერში ტრიალებს და რა თქმა უნდა ამ სიმღერას საღამოზეც შეასრულებენ.