„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ჯგუფ „ალილოს“ წევრი, აჩიკო ბერიძე სოციალურ ქსელში ბულინგის შესახებ წერს და აღნიშნავს:
„ფოტო შევცვალე და რატო გამოცვალეო, სიტყვა ვთქვი, რატო თქვიო?! სათქმელსაც ვიტყვი, ვიმღერებ კიდეც, ჩემი მეგობრები მეყვარება, ეს ქვეყანა მიყვარს და თქვენ 100 წელი არაფერი გკითხოთ, ვის აინტერესებს თქვენი ბნელი აზრები და შეუმდგარი ცხოვრება!
ამათ ბულინგს თავი არ დაუხაროთ და მაგრად იყავით – სიმართლე ჩვენკენ არის ქართველებო
ყველას გაგიმარჯოთ, ვისაც სიყვარული შეგიძლიათ…“