„ვინც დადიოდა ევროპარლამენტში და ითხოვდა უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას და ჩვენი ქვეყნის დასჯას, იმათზე არ ბრაზდებიან, მათ გვერდით დგანან“, – ასე ეხმიანება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, მომღერალი და მე-11 მოწვევის პარლამენტში, „ქართული ოცნების“ დეპუტატი აჩიკო ბერიძე.
„შევთავაზოთ ექსპერიმენტი – გაგვიხსნან მოლაპარაკებები და დააკვირდნენ, ვიტყვით თუ არა უარს – უფრო მაგრად „დაგვსაჯონ“ და პირდაპირ გაგვაწევრიანონ ევროკავშირში.
მაგრამ ვის ენაღვლება საქართველოს ევროპული მომავალი, აქ მუდმივად უნდა იყოს დაძაბულობა, არეულობა და სტაგნაცია! ამ ყველაფრიდან უსხლტება საქართველო და როგორ ვბედავთ თურმე!“, – წერს აჩიკო ბერიძე სოციალურ ქსელში.
ვინც დადიოდა ევროპარლამენტში და ითხოვდა უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას და ჩვენი ქვეყნის დასჯას იმათზე არ ბრაზდებიან,მათ…
Posted by Achiko Beridze on ხუთშაბათი, 28 ნოემბერი, 2024