LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაფინანსების გაჩერებით და მოლაპარაკებების არ გახსნით გვემუქრებით თვეებია და ოკ – როცა გითხარით, ახლა ეს ჩვენი ბრალია? გახსენით ხვალვე მოლაპარაკებები და ვნახოთ რამდენ ხანში გადავასწრებთ, ისედაც ვალდებულებების შესრულების ნაწილში ჩვენზე უკან მდგომ ყველა კანდიდატ ქვეყანას“ – მაია ბითაძე ევროკავშირს 

315
მაია ბითძე, ქართული ოცნება

„დაფინანსების გაჩერებით და მოლაპარაკებების არ გახსნით გვემუქრებით თვეებია და ოკ – როცა გითხარით, ახლა ეს ჩვენი ბრალია? გახსენით ხვალვე მოლაპარაკებები და ვნახოთ რამდენ ხანში გადავასწრებთ, ისედაც ვალდებულებების შესრულების ნაწილში ჩვენზე უკან მდგომ ყველა კანდიდატ ქვეყანას. გახსენით მოლაპარაკებები!!! და პატივი გვეცით როგორც ერს! კოლონიალიზმი 50 იანებში დასრულდა European Union in Georgia“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, რასაც ევროპელი მეგობრები დღეს საქართველოს უკეთებენ, ამას უთხრეს უარი ქართველებმა 90 იანებში:

ევროკავშირის ელჩი – „დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ – რაც გუშინ მოხდა, ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას, ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილს“

„მოვა დრო და ჩვენ ევროპელ მეგობრებს (ელჩებს), საჯაროდაც მოერიდებათ ჩვენთვის თვალებში ჩახედვა. კულისებში როგორ იმართლებენ თავს, ისედაც კარგად ცნობილია. რასაც თქვენ დღეს საქართველოს უკეთებთ, ამას ვუთხარით უარი 90 იანებში, რუსის ტვინით და პროპაგანდით აზროვნება რომ არ გვინდოდა. უმრავლესობა, თქვენდა სამწუხაროდ, ცოცხლები ვართ და კარგად გვახსოვს თქვენი შეშფოთება ან საერთოდ იგნორი – 90 იანებში, 2008 ში და მთელი ის 9 წელი, როდესაც ნაცები გვატერორებდნენ. დაფინანსების გაჩერებით და მოლაპარაკებების არ გახსნით გვემუქრებით თვეებია და ოკ – როცა გითხარით, ახლა ეს ჩვენი ბრალია? გახსენით ხვალვე მოლაპარაკებები და ვნახოთ რამდენ ხანში გადავასწრებთ, ისედაც ვალდებულებების შესრულების ნაწილში ჩვენზე უკან მდგომ ყველა კანდიდატ ქვეყანას. გახსენით მოლაპარაკებები!!! და პატივი გვეცით როგორც ერს! კოლონიალიზმი 50 იანებში დასრულდა European Union in Georgia“, – წერს მაია ბითაძე.

„პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს საქართველო წყვეტს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ოთხი წლით“ – „ქართული ოცნების“  კომუნიკაციის დეპარტამენტი 

ნინო წილოსანი: „ამაზრზენია საკუთარი ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ, ვითომ ევროკავშირს შეფიცული დიპლომატები – ამ ფარსის შემდეგ, უფრო დამაჯერებლები იქნებით, თუ დატოვებთ თანამდებობებს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g