LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე ევროკავშირზე: თავისი ინიციატივით გაგვიხსნან მოლაპარაკებები და სიხარულით შევხვდებით…რატომ ვიხვეწო?

120
მამუკა მდინარაძე

თავისი ინიციატივით გაგვიხსნან მოლაპარაკებები და სიხარულით შევხვდებით…რატომ ვიხვეწო?, – აღნიშნულის შესახებ მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში ევროკავშირზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იცის, რომ მოლაპარაკებები გაისად არ გაიხსნება.

„ვიცი, რომ გაისად მაინც არ გამიხსნის არავინ მოლაპარაკებებს, რატომ ვიხვეწო, იმისთვის, რომ რევოლუციის მცდელობა მქონდეს ქუჩაში მე? ბარემ ვეტყვი, რომ შენი დაფინანსება, სულ რაღაც 25-30 მილიონი ევრო… მე როდესაც ისედაც ვიცი, რომ გაისად შენ გადაწყვეტილი გაქვს, რომ არ გამიხსნა მოლაპარაკებები, გეუბნები, ნუ გამიხსნი, მაგრამ მოდი, არ უნდათ ერთი, გატესტონ? გნებავთ, ერთი ექსპერიმენტი შევთავაზოთ – გაგვიხსნან მოლაპარაკებები და დააკვირდნენ, ვიტყვით თუ არა უარს.

რა თქმა უნდა, არ ვიქნებით [წინააღმდეგი], გამოვიდნენ იქ, მიტინგზე რომ ხალხს აგიჟებენ და უთხრან – მამუკა მდინარაძემ განაცხადა, გაგვიხსნან ბატონო მოლაპარაკებები თავისი ინიციატივით, საერთოდ არ ვიქნებით [წინააღმდეგი], დიდი სიხარულით შევხვდებით ამ ყველაფერს“, – ამბობს მდინარაძე.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებენ“.

„2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დავაყენებთ“ – ირაკლი კობახიძე

აქცია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც დემონსტრანტები – „მონა, რუსებო“ სკანდირებენ.

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.

აქტივისტებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

ზუგდიდში მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ – ადგილზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა

„ოთხივე პარტია ვიქნებით ერთად… მხოლოდ იმიტომ, რომ სამშობლო გვაქვს ერთი და ახლა ის უნდა გადავარჩინოთ“ – ნიკა გვარამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g