ჯგუფ „ალილოს“ წევრი, მომღერალი აჩიკო ბერიძე 5 ივლისს იუბილარია. ამ განსაკუთრებულ დღეს მას მეუღლემ, ანა შამილაძემ სოციალურ ქსელში სიყვარულით სავსე სიტყვები მიუძღვნა.
„შენზე ღირსეულ ადამიანს მე მეორეს არ ვიცნობ!!! ბედნიერი იყავი მუდამ ჩემო უსასრულო სიყვარულო! ჩემთვის ყველაფერი ხარ!“, – წერს ანა შამილაძე.
ემოციურმა მილოცვამ სოციალურ ქსელში არაერთი დადებითი გამოხმაურება გამოიწვია.
