ტელესახე ანა შამილაძე აქვეყნებს უსაყვარლეს ვიდეოს, თავის მეორე ნახევართან, მომღერალ აჩიკო ბერიძესთან ერთად, სადაც წყვილი ერთმანეთს ეცეკვება.
ანა წერს, რომ ეს არის ის დღე, როდესაც ერთად ყოფნა გადაწყვიტეს:
„ეძებეთ ურთიერთობაში ბავშვობა! თუ ბავშვობა არ არის, თუნდაც 60 წლის ასაკში, არ იქნება ყველაზე მთავარი, უზენაესი – სიმშვიდე! იმიტომ, რომ მხოლოდ ბავშვობაა დაცლილი წარსულ-მომავლის დარდებისგან, მხოლოდ ბავშვობაა აქ და ახლა! 29 წლის მეგობრობას + 3 წელი! მიყვარს 29 აპრილი!“
