LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩიკო ნიჟარაძე: „კარგი იქნებოდა, ქალბატონ ალას ისეთივე რეაქცია ჰქონოდა საქართველოს შესახებაც, როდესაც ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრნენ რუსები და გაჟლიტეს მოსახლეობა…“

126
აჩიკო ნიჟარაძე მთავარზე

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე ეხმიანება ალა პუგაჩოვას განცხადებას, რომელიც მან პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ გააკეთა და აღნიშნავს, რომ კარგი იქნებოდა ასეთივე განცხადება ცნობილი მომღერლისგან მაშინ, როდესაც რუსეთი საქართველოს დაესხა თავს:

„კარგი იქნებოდა, ქალბატონ ალას ისეთივე რეაქცია ჰქონოდა საქართველოს შესახებაც, როდესაც ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრნენ რუსები და გაჟლიტეს მოსახლეობა. მიემართა ხელისუფლებისთვის საჯაროდ, რომ გაეჩერებინათ საკუთარი მოძალადე მთავრობა,  უბრალოდ, მაშინ გალკინი არ იყო აგენტების სიაში და ალბათ, ამიტომ იყო ჩუმად.

საჯაროდ დაეგმო რუსების მოქმედება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ !!!

საქართველო ჩემი სამშობლოა, რომლის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს“.

ალა პუგაჩოვა: “მივმართავ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გთხოვთ, შემიყვანოთ უცხო ქვეყნის აგენტების სიაში”

რამ აღაშფოთა აჩიკო ნიჟარაძე: „სამარცხვინოა ქართველისგან, როცა ამის უფლებას აძლევ რუსს, რომ ყველას აჩვენოს გარშემო, როგორ ფეხებზე ჰკიდია საქართველოც და უკრაინაც…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g