მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ჭორებისა და გავრცელებული ხმების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, თავად როგორ დამოკიდებულება აქვს მოგონილი ამბების მიმართ.
– რა გსმენიათ საკუთარ თავზე განსაკუთრებით კარგი, რაც სასიამოვნო აღმოჩნდა და ცუდი, რამაც გული გატკინათ?
– კარგი პროფესიული კუთხით ბევრი მსმენია, თუმცა, ამ მხრივ, ჩემს თავზე საუბარი მიჭირს. ცუდად იმას აღვიქვამ, როცა რაღაც სისულელეებს იგონებენ. შეიძლება, ადამიანი საერთოდ არ გიცნობდეს, მაგრამ ვინმესთან საუბრის დროს რაღაც შეთხზას შენ შესახებ. ეს არის და ეს, თორემ ჩემზე რამე განსაკუთრებით ცუდი ან ბოროტული არ მსმენია. თუმცა, ტყუილების მოგონებაც ჩემთვის მიუღებელია. მომისმენია ისეთი რამეები, რასთანაც საერთოდ არ მაქვს კავშირი. ვიღაცას რაღაც მოუგონია, სოციალურ ქსელში დაუწერია და ადამიანს, რომელიც მიცნობს, ჩემთვის ერთხელაც კი არ უკითხავს, ეს მართალიაო? ისე დაუჯერებია მისი და ისე დათანხმებია ჭორის მომგონს, ჰო, აბა, როგორ ცუდი საქციელიაო. ხდება ხოლმე ასეთი რამ და ძალიან გულდასაწყვეტია. როცა შეგიძლია, გადაამოწმო და სიმართლე გაიგო და ამის ნაცვლად უბრალოდ, ეთანხმები, ეს არის ცუდი და საწყენი