LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,აცრის შემდეგ მომცა სიცხე 38.5 ” – რას წერს ექიმი, რომელიც “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა

929
news3435

ექიმი, ნუცა ზურაბიანი, რომელიც ახლახანს “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის შემდეგ დაუფიქსირდა სიცხე, რომელიც დამწევს დაემორჩილა. ამ ეტაპზე, კი ჩივილები უკვე არ აქვს.

გთავაზობთ ექიმის პოსტს:

“გუშინდელი აცრის შემდეგ, გამთენიისას მომცა სიცხემ 38,5 რომელიც დაექვემდებარა სიცხის დამწევს.
მხოლოდ იმ მომენტში მქონდა კუნთების ტკივილი.
დღეს, გავიღვიძე დაღლილობის შეგრძნებით და სხვა ჩივილი არ მაქვს, არც ტემპერატურა.
იმუნური პასუხი მაქვს და ძალიან მიხარია.
აქვე დავააფდეითებ სტატუსს და გეტყვით, რომ “აისოში” ვაქცინაციის პროცესი გრძელდება” – წერს ნუცა ზურაბიანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველომ “ასტრაზენეკას” ვაქცინა 13 მარტს მიიღო. 15 მარტიდან კი ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

პირველ ეტაპზე, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იცრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g