LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აცვია შავი ქურთუკი და ახურავს შავი კეპი“ – რუსთავში 14 წლის მოზარდს ეძებენ

450
დაკარგული მოზარდი

რუსთავში 14 წლის მოზარდს ეძებენ. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

როგორც „ინფო რუსთავი“ მოზარდის ოჯახზე დაყრდნობით წერს, ლუკა კაპანაძე სახლიდან 5 დღის წინ გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

დედის თქმით, მოზარდი მას 2 დღის წინ დაუკავშირდა.

„2 დღის წინ დამირეკა, მითხრა მხოლოდ 2 სიტყვა, კარგად ვარო. იმავე ნომერზე რომ გადავრეკე, მითხრეს რომ ისნის მეტროსთან იმყოფებოდა და გამვლელისთვის უთხოვია ტელეფონი“, – ამბობს დედა.

ლუკა კაპანაძეს აცვია შავი ქურთუკი და ახურავს შავი კეპი.

საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე – 555474280

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g