LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

AD BLACK SEA 2024-ის დაწყებამდე სულ ცოტა დრო დარჩა

531
თიბისი

12-14 სექტემბერს, თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2024 გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში მარკეტინგითა და შემოქმედებითი ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ საერთაშორისო და ლოკალური სპიკერების სემინარებსა და ვორკშოპებს, გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროში წამყვანი პროფესიონალები.

AD BLACK SEA-ის დასკვნით დაჯილდოებაზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, მთავარ სცენაზე ნომინაციას Young Creative წარადგენს და წლის ყველაზე შემოქმედებით ახალგაზრდას გამოავლენს.

გამარჯვებულს სპეციალურად შერჩეული ადგილობრივი ჟიური შეაფასებს. თიბისი, როგორც ნომინაციის წარმდგენი, გამარჯვებულისთვის 10 000 ლარს გამოყოფს. ახალგაზრდა შემოქმედს კარიერის განსავითარებლად თანხის გამოყენება საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეეძლება.

თიბისი და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან, 2015 წლიდან პარტნიორები არიან. თიბისისთვის შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. AD BLACK SEA უკვე მერვე წელია იმართება ბათუმში, სადაც ევროპის და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.

ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g