რეგიონის მთავარი მოვლენა შემოქმედებით ინდუსტრიაში, Ad Black Sea ფესტივალი წელს მეცხრედ, ტრადიციულად, ბათუმში ჩატარდა. ფესტივალის უცვლელი პარტნიორია თიბისი.
AD BLACK SEA ფესტივალი ეს არის შესაძლებლობა, სფეროთი დაინტერესებული ადამიანები გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები.
წლევანდელ ფესტივალზე თიბისიმ ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოები მოიპოვა შემდეგი კამპანიებისთვის:
- ვერცხლი: კამპანია „მე ჯიუტი ქართველი ვარ“
- ბრინჯაო: კამპანია #საქართველოსვუსურვებ
- ბრინჯაო: კამპანია „შენ იცი, მთავარია, გჯეროდეს“
წელს უკვე მესამედ, AD BLACK SEA-ზე თიბისიმ წარადგინა ნომინაცია Young Creative და წლის ყველაზე შემოქმედებითი ახალგაზრდა დააჯილდოვა.
ადგილობრივი ჟიურის წევრებმა – ეკა ყიფიანმა (კრეატიული სააგენტოს Supermarket თანადამფუძნებელი), მაკუნა თავბერიძემ (თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი) და ბაჩო მებურიშვილმა (ენკენი ფილმსის თანადამფუძნებელი) – Young Creative ნომინაციაში გამარჯვებულად ნანუკა ნინიძე დაასახელეს. ნანუკა კრეატიული სააგენტოს Playmakers წარმოადგენს, მან ეს ჯილდო თიბისის საახალწლო აქტივაციისთვის – #საქართველოსვუსურვებ მოიპოვა.
ფესტივალმა უმასპინძლა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, ვორქშოპებსა და პანელურ განხილვებს. წინა წლების მსგავსად, წელსაც, თიბისის მხარდაჭერით არაერთი საინტერესო სესია გაიმართა. მათ შორის იყო შემოქმედებითი გუნდების სწორ მუშაობაზე ორიენტირებული კომპანიის Let’s Lightbulb დამფუძნებელი Tim Leake-ის გამოსვლა კოლაბორაციის თემაზე და ვორქშოპი სწრაფი იდეების გენერირებაზე.
თიბისისთვის შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. AD BLACK SEA-ის ფესტივალი აფართოებს შემოქმედებით თვალსაწიერს და ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ახალი ცოდნა, გამოცდილება და დაარწმუნოს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია, გჯეროდეს!
(R)