LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადა მარშანია: არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უნდა ჰქონდეს უმრავლესობა პარლამენტში, მავნეა ეს ჩვენთვის (ვიდეო)

239
adachka

“ამ კანონპროექტის განხილვამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვიჩვენა ჩვენ, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას საქართველოში არ უნდა ჰქონდეს უმრავლესობა პარლამენტში. მავნეა ეს ჩვენთვის, ჯერჯერობით” – ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა, ადა მარშანიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტში განაცხადა.

“დაუშვებელია არასახელმწიფო ენაზე პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის წევრებისთვის სხვა ენაზე დარიგება ნებისმიერი დოკუმენტის, ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა. რატომ არ არის თარგმნილი ინგლისური ენიდან დასკვნა, მე არა ვარ ვალდებული ვიცოდე ინგლისური ენა

და მესამე, ყველგან წერია, რომ კენჭისყრა არის ფარული, რატომ? მითუმეტეს, რომ რეკომენდაცია არის რომ ყველა კენჭისყრა იყოს ღია” – განაცხადა ადა მარშანიამ.

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს. კანონპროექტის კორექტირებულ ვერსიაში ასახულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ის ნაწილი, რომელთა გათვალისწინებასაც უმრავლესობა აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები